დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ხშირად გვხვდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები და/ან შემსწრეები. 

 

დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ვითარდება მაშინ, როდესაც მთავარი მზრუნველი პირი, რომელიც უსაფრთხოების ერთადერთი წყაროა ბავშვისთვის იქცევა შიშისა და დაუცველობის მიზეზად.

 

ამ დროს ბავშვმა არ იცის რას შეიძლება ელოდეს უფროსი ადამიანისგან და ისიც არ იცის მის საჭიროებებს რამდენად დააკმაყოფილებენ. 

 

ზრდასრულ ასაკში დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს:

 

  • უნდათ, რომ იყვნენ სიყვარულის ობიექტები, ამავდროულად კი აშინებთ ინტიმური ურთიერთობები;
  • ეშინიათ, რომ მათთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები მიაყენებენ ზიანს;
  • უჭირთ იმის დაჯერება, რომ პარტნიორს შეუყვარდება და იქნება მხარდამჭერი;
  • უჭირთ მიყვნენ საკუთარ გეგმებსა და მიზნებს;
  • ელოდებიან უარყოფას, იმედგაცრუებას და ტკივილს. Მათი აღქმით ის გარდაუვალია მაშინაც კი, როდესაც ამის არანაირი ნიშანი არსებობს;
  • ხშირად ირჩევენ ისეთ პარტნიორს, რომელიც იწვევს შიშს, რაც ადასტურებს მათ აღქმას, რომ არ შეუძლიათ ენდონ სხვა ადამიანს;
  • აქვთ უარყოფითი წარმოდგენა საკუთარი თავისა და სხვების შესახებ.

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *