პოლივაგალური თეორია: ვაგუსის ნერვი და მეცნიერება უსაფრთხოების შესახებ

პოლივაგალური თეორია ჩვენი სხეულისა და გონების გამთლიანების ხედვას გვთავაზობს.

ვაგუსის ნერვი კი ძერწავს ჩვენს გამოცდილებას უსაფრთხოების შესახებ. გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე:

  • გვიყვარდეს;
  • გვქონდეს საზრისის განცდა;
  • დავამყაროთ კავშირი გარემოსთან და სხვა ადამიანებთან.

ვაგუსის (ცთომილ) ნერვს “მოხეტიალე” ნერვსაც უწოდებენ.

ის ტვინის ღეროდან გამოდის და ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოს უკავშირდება.

მილსადენია, რომელიც აკავშირებს ჩვენს სხეულს თავის ტვინთან.

მისი ბოჭკოების დაახლოებით 80% სენსორულია და აცნობს ჩვენს ტვინს სხეულის მდგომარეობას.

როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ, ვაგუსის ნერვი ეუბნება ტვინს, რომ ის კარგ მდგომარეობაშია და მაშინაც, როდესაც არც ისე კარგად ვგრძნობთ თავს.

ვაგუსის ნერვი პასუხისმგებელია შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ფუნქციაზე, მათ შორის:

  • საჭმლის მონელება;
  • გულის ცემა;
  • სუნთქვა;
  • გულ-სისხლძარღვთა აქტივობა;
  • რეფლექსური მოქმედებები, როგორიცაა ხველა, ცემინება, ყლაპვა.

ვაგუსის ნერვი გვეხმარება ფიზიკური უსაფრთხოების განცდასა და უსაფრთხო ემოციური კავშირების დამყარებაში როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან.

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *