# Aisi > შენი გზამკვლევი ახალი აღმოჩენებისკენ ## Posts - [აისი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%94/): 4 წლის წინ, როდესაც აისი GCRT-ის ინიციატივით შეიქმნა, ჩვენი ამოცანა ორგანიზაციის 26 წლიანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო – გვსურდა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საკუთარ თავზე ზრუნვის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სანდო ინფორმაცია თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.  GCRT 26 წლის წინ ზრუნვის, მხარდაჭერისა და თანადგომის იდეით შეიქმნა. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით, ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის საყრდენად, ნუგეშად და უსაფრთხო სივრცედ ქცეულიყო, ამავდროულად კი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარებაში – განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის, ტრავმა-ინფორმირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციაში მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობა მუდმივად ეფუძნებოდა და ეფუძნება თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნასა და მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. ჩვენი სპეციალისტების მდიდარი კლინიკური... სრულად - [როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და დავიცვათ სხვების უფლებები \ სტრესის მართვის გზამკვლევი უფლებადამცველებისთვის](https://aisi.blog/for-human-rights-defenders/): ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი ღირებულებისა და საზრისის შემცველი საქმიანობაა, რომელიც ხშირად ავსებს ადამიანს მიზანდასახულობის, სიმამაცისა და მნიშვნელოვნების განცდით, რომ მისი საქმიანობა ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველებს ხშირად უწევთ მტრულ გარემოში ან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ისინი დგანან სარისკო და ხიფათის შემცველი მოვლენების პირისპირ, მათი საქმიანობა სავსეა სტრესული, ხშირად პოტენციურად მატრავმირებელი მოვლენებით, რაც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. უფლებადამცველები მუშაობენ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, ცხელ წერტილებში, ეცნობიან საქმის მასალებს ან ესწრებიან მომხდარს, ხშირად თავად ხდებიან ძალადობის, თავდასხმების, შევიწროებისა და მუქარის სამიზნეები საქმიანობის გამო. ციფრულ და ფიზიკურ სივრცეებში თავდასხმები, ცილისწამების კამპანიები, განსაკუთრებით კრიზისის დროს, კიდევ უფრო ართულებს... სრულად - [რა უნდა გაითვალისწინოს მან, ვინც სტიქიის ან მაღალი რისკის ზონაში მიდის](https://aisi.blog/volunteering/): სტატია მომზადდა ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე აისის მიერ. ის არ წარმოადგენს ოფიციალურად გავრცელებულ პროტოკოლს და აქვს ზოგადი რეკომენდაციების სახე. სტატიის მომზადებაში ჩვენი გუნდის წევრებმა გაითვალისწინეს სტიქიის ზონაში მყოფი ჟურნალისტების, მოხალისე კოორდინატორებისა და მაშველების, ასევე ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტის რეკომენდაციები. * ამ ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეფექტურად თვითორგანიზდეთ და გამოცდილ მაშველებსაც დაეხმაროთ. ინფორმაცია განახლდება საჭიროებების მიხედვით.   თუ მოხალისედ აპირებ წასვლას სტიქიისა და მაღალი რისკის ზონაში, გახსოვდეს, რომ შენი უსაფრთხოება და მზაობა  მნიშვნელოვანია – მხოლოდ ასე შეძლებ, ეფექტურად შეასრულო მოხალისეობრივი საქმიანობა. ადგილზე შესაძლოა არაერთი გამოწვევისა და სირთულის გადალახვა მოგიწიოს, შეესწრო სხვების მტკივნეულ გამოცდილებებს. ამისთვის ბოლომდე მზადყოფანში ვერასდროს იქნები, თუმცა ეცადე განსაზღვრო... სრულად - [გენდერული ნიშნით ძალადობის ციფრული განზომილება](https://aisi.blog/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91/): თუ გიგრძვნია, რომ ძალადობის სამიზნედ იქეცი, რადგან ქალი ხარ, ან განსაკუთრებული მონდომებით გესხმოდნენ თავს შენი გენდერული მიკუთვნებულობის გამო, გენდერული ნიშნით ძალადობის გამოცდილება გაქვს. ეს შეიძლება გადაგხდენოდა როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეებში, ონლაინ ან ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგ., GPS, სათვალთვალო კამერა და სხვა.) გენდერული ნიშნით ძალადობა ხშირად ხორციელდება ტექნოლოგიების გამოყენებით და ის ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება გამოცადოს. მაგალითად: ·  თუ სოციალურ ქსელებში არ იცავენ საზღვრებს შენთან საუბრისას ·  კომუნიკაციისას ღირსების შემლახავ ფორმას იყენებენ ·  გემუქრებიან პირადი ფოტოების გასაჯაროებით ·  გიგზავნიან ინტიმურ ფოტოებს ნებართვის გარეშე ·  გითვალთვალებენ სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით და სხვა… ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მათი გამოყენებით განხორციელებული ძალადობის... სრულად - [თავდასხმა ციფრულ სივრცეში რეალური და მტკივნეულია](https://aisi.blog/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a8/): Სანამ ციფრულ სივრცეში საფრთხეზე რეაგირების გზებს გაგიზიარებთ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უსაფრთხოდ ყოფნა ყველგან გვჭირდება.  უსაფრთხოება ჩვენი უფლებაა.  ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა ისეთივე მტკივნეული, რეალური და ემოციურად წამლეკავია, როგორც ფიზიკურ სივრცეში განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ძალადობა.  ციფრული კომუნიკაციისას, არავერბალური გზავნილების/სიგნალების ამოცნობა, როგორიცაა ხმის ტონი, თვალით კონტაქტი, მიმიკა და სხვა, რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. თავდასხმა, ბულინგი, შევიწროება და ღირსებისშემლახავი კომენტარების გაკეთება კი კიდევ უფრო მარტივია. ის, თუ რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს ციფრულ სივრცეში, გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. Საფრთხის შემცველმა ციფრულმა გარემომ შეიძლება გააჩინოს ან გაამწვავოს უკვე არსებული უსიამოვნო სიმპტომები.  აისი გთავაზობთ ინფორმაციისა და რეკომენდაციების ციკლს, რომელიც დაგეხმარებათ ონლაინ სივრცეში აქტიურობის პარალელურად იზრუნოთ... სრულად - [როგორ გავხდე პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალექე](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91/): Როგორ გავხდე პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქე? გავხდეთ ციფრული მოქალაქეები ნიშნავს:    Ციფრული სივრცე დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, წვდომა ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე კი თითოეული ჩვენგანის უფლებაა. Არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში ჩვენი  უსაფრთხოება და ბაზისური უფლებები დაცული იყოს.  Ციფრული რეალობის საჯარო სივრცედ ქცევამ უამრავი სიკეთე მოგვიტანა, თუმცა რისკები, რომლებსაც ფიზიკურ გარემოში ვაწყდებოდით, ვირტუალურ რეალობაშიც არანაკლებ, ზოგჯერ კი უფრო მეტად აქტუალურიც კი არის. Მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ ონლაინ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. გვახოვდეს, რომ ჩვენი უფლებები  განურჩევლად ჩვენი სქესის, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ საქმიანობის სპეციფიკისა,  დაცული... სრულად - [რა უნდა გვახსოვდეს კრიზისის დროს?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98/): Როდესაც სტრესის წყაროს კონტროლი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება და არ ვიცით, პროტესტი როდის ან რა შედეგით დასრულდება, კრიზისით გამოფიტვის რისკის წინაშე ვართ.  გვახსოვდეს, რომ გადაღლა ბუნებრივი რეაქციაა გახანგრძლივებულ კრიზისზე, რომლის საწყის ეტაპზე თუ მოზღვავებულ ენერგიასა და ოპტიმიზმს ვგრძნობთ, მას ბრაზი ცვლის, რასაც ეჭვი, უიმედობა და სასოწარკვეთილება ენაცვლება. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ერთ დღეს მხნედ, მეორე დღეს კი უენერგიოდ გავიღვიძეთ.  დაძაბული სოციო-პოლიტიკური ფონი თავისთავად წარმოადგენს რისკ-ფაქტორს, რომ ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობა გაუარესდეს, ამიტომ გახანგრძლივებული კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ.  გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ სხვების დახმარებასაც.  კრიზისით გამოფიტვისას შესაძლოა განვიცდიდეთ როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ სიმპტომებს და თავს ისე ვგრძნობდეთ,... სრულად - [პირველადი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დემონსტრაციების დროს](https://aisi.blog/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b/): დემონსტრაციებსა და აქციებზე დასწრება თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვაგვარი გამოცდილებაა. Მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში (მაგ., დარბევისას) ვახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებასა და შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაციას, ვდგავართ მწვავე ფსიქოლოგიური რეაქციის განვითარების რისკის ქვეშ.  Პირველადი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდია, რომლის მიზანია ძლიერ სტრესულ სიტუაციაში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, მისი მდგომარეობის შესაფასება, მხარდაჭერა, გაძლიერება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სერვისებთან დაკავშირება. Რა ძირითად პრინციპებს ემყარება? დაზარალებულისთის უსაფრთხო გარემოს შექმნა;  პატივისცემა;  ემპათიური Მოსმენა და დაკვირვება;  დამშვიდება;  გაძლიერება; მყისიერი საჭიროებების განსაზღვრა; Სოციალური იზოლაციისგან დაცვა (დაკავშირება ახლობლებთან, მასთან ერთად ყოფნა); საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სერვისში რეფერირება (გადამისამართება). Რატომ არის მნიშვნელოვანი? Ხელს უწყობს სტრესის შემცირებას; Ხელს უწყობს გამკლავების მექანიზმების... სრულად - [რეკომენდაციები აქციაზე ყოფნისას](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a7/): აქციაზე ყოფნა თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებული გამოცდილებაა. Ზოგისთვის თუ ეს ენერგიისა და მოტივაციის შენარჩუნების წყაროა, ზოგს წარსულ სტრესულ გამოცდილებას ახსენებს ან შფოთვას აღუძრვს, რაც ბუნებრივია.  თუ აქციაზე ყოფნისას შფოთავ, ეს ოთხი გზა დაგეხმარება: დააკვირდი შენი ფეხის ტერფებს, სიმძიმე გადაიტანე ქვედა კიდურებში და იგრძენი  საყრდენი, წარმოიდგინე, რომ ხე ხარ, რომელსაც ძალიან ღრმად, დედამიწის შუაგულში აქვს ფესვები გადგმული.  ეცადე მარტო არ დარჩე, გვერდით იყოლიე ადამიანი, რომელთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ, ხელი ჩაკიდე, დააკვირდი შეხების წერტილს, იგრძენი სითბო, რომელსაც შეხება ქმნის.  წარმოიდგინე შენთვის უსაფრთხო სივრცე, სადაც თავს მშვიდად გრძნობ, საფუძვლიანად შეისწავლე, როგორი გარემოა, რა არის შენ გარშემო, როგორი ტემპერატურაა,  რა პოზიციაშია შენი სხეული, რა გესმის,... სრულად - [რა არის ციფრული მოქალაქეობა?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94/): ციფრული რეალობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მის შექმნაში კი მონაწილეობის მიღება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.  ციფრულ სივრცეში უსაფრთხოების შეგრძნებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი, როგორც მოქალაქეების უფლებები, ისე პასუხისმგებლობები.  ხანდახან, შესაძლოა, ვერც კი ვაცნობიერებდეთ, რომ ციფრულ კლიმატს თითოეული ჩვენგანი ქმნის.  ყველაფერი, რასაც ონლაინ სივრცეში ვაკეთებთ ან თუნდაც  უყურადღებოდ ვტოვებთ, საერთო ციფრულ რეალობაზე ახდენს გავლენას. ციფრული მოქალაქეობა არსებითად არ განსხვავდება რეალურ სამყაროში მოქალაქეობისგან.  ციფრული მოქალაქე პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში და აქვს მოლოდინი, რომ ციფრულ სივრცეში მისი უფლებები დაცული იქნება.    ციფრული მოქალაქეობა მოიცავს: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების, ონლაინ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებისა და ციფრულ პლატფორმებში უსაფრთხოდ ორიენტირების უნარებს.  როგორც ჩვენი,... სრულად - [ერთად შევქმნათ უსაფრთხო ციფრული სივრცე](https://aisi.blog/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d/): გახსენდება დღე, რომელიც ტექნოლოგიების გარეშე გაატარე, როდესაც არ შეგიმოწმებია სოციალური ქსელი ან არ დაგიტოვებია შეტყობინება მეგობრისთვის? ციფრული ტექნოლოგიები იმდენად გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომ დღეს ჩვენი ფიზიკური და ციფრული რეალობების განცალკევება კიდევ უფრო რთულია. ტექნოლოგიებსა და ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხსს, გვიადვილებს სწრაფ და ეფექტურ ფუნქციონირებას. თუმცა, ციფრული და ფიზიკური რეალობების ასეთი შერწყმა მრავალი ჩვენგანისთვის შფოთვის მიზეზად იქცა. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია თუ როგორ ამოვიცნოთ რისკები ციფრულ სამყაროში და რეაგირების რა გზებს მივმართოთ. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 65%-ზე მეტი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და არის სოციალური ქსელების მომხმარებელი. Ბუნებრივია, რომ ფიზიკურ სივრცეში არსებულმა გამოწვევებმა ონლაინ... სრულად - [სავსე ცნობიერების მედიტაცია - მიღება 6 კვირიან კურსზე](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90/): აისი აცხადებს მიღებას სავსე ცნობიერების მედიტაციის (Mindfulness) შესავალ 6 კვირიან კურსზე. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა წინაპირობა არის სურვილი, რომ მედიტაცია აქციოთ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად – შესაბამისად, სრულად დაესწროთ ექვსივე შეხვედრას. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 15 ადამიანი. პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. მედიტაციის შესახებ მედიტაცია ყურადღების მიზანმიმართული წვრთნაა, რომელიც გვეხმარება წინასწარ ჩამოყალიბებული სქემების მიღმა დავინახოთ რეალობის ჭეშმარიტი ბუნება. მედიტაციის მრავალი ფორმა არსებობს – გონების დამშვიდებისა და გულის გახსნის არაერთი ოსტატური გზა. სავსე ცნობიერების პრაქტიკა მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სათავეს ბუდიზმიდან იღებს. ეს ცნობიერებაა, რომელსაც ვასაზრდოებთ და ვაფართოებთ ყურადღების ფოკუსირების კონკრეტული გზით: მიზანმიმართულად, აწმყო მომენტში, ყოველგვარი განსჯის... სრულად - [რა არის იმპოსტერის ფენომენი?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b/): Ხშირად ვფიქრობთ: Რომ Შექებას არ ვიმსახურებთ? რა მოხდება თუ ყველა გაიგებს, როგორი არაკომპეტენტურები ვართ? Რომ Რასაც სხვები ჩვენს წარმატებად თვლიან, სინამდვილეში იღბალია? Რომ იცოდნენ, რას წარმოვადგენთ და რამდენად არაკომპეტენტურები ვართ, არ გვემეგობრებოდნენ? იმპოსტერის ფენომენი საკუთარი ინტელექტუალური რესურსებისა და შესაძლებლობების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენებას და მიღწევების გარე ფაქტორებისთვის მიწერას გულისხმობს. ასეთ დროს ვფიქრობთ, რომ: არ ვიმსახურებთ შექებას; არ ვართ იმდენად ჭკვიანები, ნიჭიერები ან კრეატიულები, როგორც სხვებს გონიათ; ჩვენი მიღწევები და წარმატება იღბლის, გამართლების ან უბრალოდ დამთხვევების შედეგია. ეს ფიქრები და განცდები გვიბიძგებს, რომ იდეალურად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, თუმცა დანაშაულის გრძნობა და შიშის ინტენსივობა განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როდესაც ჩვენს ძალისხმევას აფასებენ, გვაქებენ, გვანდობენ... სრულად - [არასოდეს საკმარისად კარგი: რა არის პერფექციონიზმი?](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92/): პერფექციონიზმი პიროვნული თვისებაა, რომელსაც ახასიათებს უნაკლობისკენ სწრაფვა, ძალიან მაღალი მოთხოვნები საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ, მძაფრი რეაქცია სხვების მიერ გამოხატულ კრიტიკაზე, თუმცა მაღალი თვითკრიტიკულობა და რწმენა, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ხშირად პერფექციონიზმი მოიცავს როგორც სრულყოფილებისკენ სწრაფვის, ასევე, სტრესის, ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობისა და დანაშაულის განცდის კომპონენტებს. პერფექციონიზმის უკან, მაღალი სტრესის მიზეზი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ზოგიერთი ღელავს იმის შესახებ, რომ… ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს, გარშემომყოფებს იმედი არ გაუცრუოს და კრიტიკა არ დაიმსახუროს; დაამყაროს სოციალური და ემოციური კავშირი სხვებთან, რომ არ გაირიყოს სოციუმიდან; რას იფიქრებენ სხვები. სწორედ ამიტომ ქამელეონივითაა და ყველა სიტუაციას ერგება, ხშირად უჭირს უარის თქმა; ზოგიერთი კი ბრაზობს იმის გამო, რომ…... სრულად - [მისტიკური ხვალინდელი დღე: რა არის პროკრასტინაცია?](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94/): ალბათ, ერთხელ მაინც გაგვითენებია ღამე გამოცდისთვის მოსამზადებლად, მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაგზავნამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგვისრულებია წერა ან დაგვიწყია სახლის ლაგება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.   პროკრასტინაცია თვითრეგულაციასთან დაკავშირებული სირთულეა, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვანი საქმის დაწყების ან დასრულების გადადებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო უარყოფითი შედეგები ჩვენთვის ცხადია. პროკრასტინაციის მიზეზი არ არის სიზარმაცე ან უბრალოდ დაღლილობის განცდა, არამედ რწმენა, რომ საქმის შესრულების პროცესი იქნება უსიამოვნო ან მარცხით დასრულდება. ის ხშირად გამოწვეულია მოტივაციის ნაკლებობით, რომელიც უკავშირდება ორგანიზმში დოფამინის დაბალ დონეს. პროკრასტინაციისას შესასრულებელი საქმე აღიქმება, როგორც საფრთხე და კიდევ უფრო ეცემა დოფამინის დონე. ეს პროცესი მანკიერ წრეს კრავს – პროკრასტინცია იწვევს დოფამინის დონის დაცემას,... სრულად - [რა დაგვეხმარება პროფესიული გადაწვისას?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a3/): პროფესიული გადაწვის ნიშნების ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად დავიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. გიზიარებთ  ხუთ გზას, რომელიც დაგვეხმარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ ვახერხებთ მივმართოთ პროფესიონალს ან ვდისტანცირდეთ სამუშაო პროცესისგან. 1. პროფესიული გადაწვის მდგომარეობის გაცნობიერება და მიღება პირველი ნაბიჯია ამ პროცესში. გვახსოვდეს, რომ მიღება არ ნიშნავს შეგუებას, არამედ ხელს გვიწყობს ინდივიდუალური,  ჩვენთვის ეფექტური გზების აღმოჩენაში.  2. დავისახოთ მოკლევადიანი მიზნები. როდესაც გადაღლილები და გამოფიტულები ვართ, არ არის სასურველი, რომ საკუთარ თავს განსაკუთრებით რთული ამოცანების გადაწყვეტა მოვთხოვოთ. იმისთვის, რომ იმედგაცრუება თავიდან ავირიდოთ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, დავიწყოთ პატარ-პატარა მიზნების შესრულება. მაგალითად, გავესაუბროთ მხარდამჭერ ადამიანებს სამუშაო სივრცეში, გავეცნოთ სანდო ინფორმაციას პროფესიული გადაწვის შესახებ, დრო დავუთმოთ... სრულად - [რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც პროფესიულ გადაწვაზე ვსაუბრობთ?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90/): დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვითქვამს, რომ გადავიღალეთ და გამოვიფიტეთ. თუმცა პროფესიული გადაწვა უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ დაღლილობის შეგრძნება. ეს არის ემოციური, გონებრივი და ფიზიკური რეაქცია ქრონიკული სტრესის საპასუხოდ, როდესაც სამუშაო მოთხოვნები დღითი დღე იზრდება, თუმცა ჩვენ თითქოს “დროს ვეღარ ვეწევით”, არაეფექტურობის განცდა გვაქვს, ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი შრომა დაუფასებელია, ვეღარ ვიცავთ პირად და პროფესიულ საზღვრებს.  პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე ვართ თუ: ვამჩნევთ, რომ გვიჭირს მუშაობა და ჩვენი დამოკიდებულება საქმის მიმართ შეიცვალა; ხშირად გვეპარება ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებში; განვიცდით ქრონიკულ სტრესს სამუშაო ადგილას; რუტინული ან ჩვენთვის უინტერესო საქმის კეთება გვიწევს დიდი ხნის განმავლობაში; ქაოტურ გარემოში ვართ და განვიცდით... სრულად - [Როგორ დავგეგმოთ პროდუქტიული სამუშაო დღე?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%92%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98/): დღეები, რომლის ბოლოს კმაყოფილებასა და სიმშვიდეს ვგრძნობთ, ალბათ, ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს. თუმცა ზოგჯერ მცირე დავალებების შესრულებაც კი სტრესისა და დაძაბულობის წყარო ხდება.  სამუშაო დღის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნებისა და პროდუქტიულობისთვის.  გიზიარებთ რამდენიმე გზას პროდუქტიული დღის დაგეგმვისთვის:   15 წუთით ადრე გაღვიძება, ვიდრე ჩვეულებრივ გვჭირდება მოსამზადებლად, დაგვეხმარება დღე ცნობიერად და აუღელვებლად დავიწყოთ.  გაღვიძებისას რამდენიმე წუთი გამოვყოთ უბრალოდ დაკვირვებისთვის – როგორ ვგრძნობთ თავს? Როგორ გვინდა ამ დღის გატარება? უმჯობესია, თუ გაღვიძებისთანავე თავს ავარიდებთ: ტელეფონის გამოყენებას; ელ-ფოსტისა და სოციალური მედიის შემოწმებას.  Ნაცვლად ამისა კი დავკავდებით აქტივობებით, რომლებიც ჩვენი გონებისა და სხეულის გამოღვიძებაში დაგვეხმარება.  დავაკვირდეთ, როგორი ტემპერატურაა ოთახში, როგორი ამინდია გარეთ? Როგორ განწყობაზე... სრულად - [ფსიქოსაგანმანათლებლო მასალები კატასტროფით დაზარალებულთათვის](https://aisi.blog/%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90/): როგორ მოქმედებს კატასტროფები ადამიანზე? მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა კრიზისული შემთხვევა ხდება. მოვლენებს, როგორებიცაა ომი, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ხანძარი, ა.შ. შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს როგორც ცალკეულ ინდივიდზე, ისე მთლიან ოჯახსა და თემზე. ადამიანები კარგავენ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს, შორდებიან ოჯახებს, შემსწრე ხდებიან ძალადობის, განადგურებისა ან სიკვდილის. ნებისმიერი შეიძლება გახდეს ზემოთ აღწერილი მოვლენების შემსწრე, თუმცა შედეგად მიღებული რეაქციები და გრძნობები სხვადასხვაგვარია. ზოგი მომხდარს ძალიან ემოციურად განიცდის, ზოგი შეიძლება დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რა ხდება, სხვები შეიძლება ძალიან შეშინდნენ, შეშფოთდნენ, გაშეშდნენ. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულთან კავშირს, „გადის სხეულიდან“, განცდა აქვს, რომ ეს ყველაფერი მას არ ემართება, ამას ფსიქოლოგების ენაზე დისოციაცია ქვია. ზოგს... სრულად - [მე-შეტყობინება: ასერტული კომუნიკაციის გასაღები](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/): წარმოიდგინეთ, რომ დაგაგვიანდათ შეხვედრაზე. თქვენი მეგობარი, პარტნიორი ან თანამშრომელი კი გეუბნებათ: „ყოველთვის აგვიანებ. ამის ატანა შეუძლებელია!“ „არასდროს მაფრთხილებ, როდესაც გაგვიანდება და ყოველთვის საათობით უნდა გელოდო!“ „ვნერვიულობ, როდესაც გაგვიანდება. გამიხარდება თუ წინასწარ შეძლებ გამაფრთხილო, რომ ოდნავ უფრო დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.“ რა რეაქცია შეიძლება გვქონოდა თითოეული ფრაზის მოსმენისას?   “Შენ” ნაცვლასახელით დაწყებული წინადადებები დიდი ალბათობით გამოიწვევს დაძაბულობასა და შფოთვას. Ჩვენს ნერვულ სისტემას მიანიშნებს, რომ კრიტიკის, უარყოფის, ბრალდებისა ან “თავდასხმის” სამიზნეები ვხდებით, რაც ჩვენში იწვევს თავდაცვის რეაქციას.  “Მე” ნაცვალსახელით დაწყებული წინადადებები კი უფრო მეტად უკავშირდება სიმშვიდესა და თანაგრძნობას, ნეირობიოლოგიურ დონეზე უსაფრთხოების სიგნალს გვიგზავნის.    „მე-შეტყობინება“ ასერტული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც არ შეიცავს ბრალდებას... სრულად - [ასერტული კომუნიკაცია](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/): აისის გუნდის წევრი – თინა ქარელი გვესაუბრება ასერტული, ანუ თავდაჯერებული კომუნიკაციის შესახებ.   ვიდეო შექმნილია აისის მიერ პროექტის „უსაფრთხო სივრცეები ადამიანის უფლებადამცველებისთვის: მედეგობის გაღვივება და ურთიერთდახმარება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT HRH-თბილისთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. - [როგორ ვთქვათ "არა" სამუშაო სივრცეში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9d/): აისის გუნდის წევრი – თინა ქარელი გვესაუბრება იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამუშაო სივრცეში შეგვეძლოს ვთქვათ “არა” და რა დაგვეხმარება ამაში.   ვიდეო შექმნილია აისის მიერ პროექტის „უსაფრთხო სივრცეები ადამიანის უფლებადამცველებისთვის: მედეგობის გაღვივება და ურთიერთდახმარება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT HRH-თბილისთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. - [როგორ დავაწესოთ საზღვრები სამუშაო სივრცეში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91/): აისის გუნდის წევრი – თინა ქარელი გვესაუბრება იმის შესახებ თუ რა დაგვეხმარება ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში სამუშაო სივრცეში. ვიდეო შექმნილია აისის მიერ პროექტის „უსაფრთხო სივრცეები ადამიანის უფლებადამცველებისთვის: მედეგობის გაღვივება და ურთიერთდახმარება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT HRH-თბილისთან თანამშრომლობთ,  ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. - [როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8/): უარის თქმა ყოველთვის მარტივი არ არის. ხშირად იმის გამო, რომ თავიდან ავირიდოთ ნეგატიური შეფასება, გული არ დავწყვიტოთ ან იმედი არ გავუცრუოთ დამსაქმებელს ან კოლეგებს, ვთანხმდებით ისეთ რამეს, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან სურვილებს.  ჩვენი პასუხისმგებლობების, ღირებულებებისა და სურვილების გაცნობიერება გვეხმარება, რომ შედარებით გავამარტივოთ უარის თქმის პროცესი.  რამდენიმე რჩევა, როგორ ვთქვათ “არა”  სამუშაო გარემოში:  დავაკვირდეთ, რას ვგრძნობთ და ვეცადოთ აზრები, ემოციები და ქცევა ერთმანეთს შევუსაბამოთ; როდესაც ჩვენი მიზანი “არას” თქმაა, თავი ავარიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა “არ ვიცი”, “ შეიძლება “, “ვნახოთ” და ა.შ; ვეცადოთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რადგან დაძაბულობა და ბრაზი ხელს შეგვიშლის, რომ ასერტულად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რაც... სრულად - [ასერტული ანუ თავდაჯერებული კომუნიკაცია სამუშაო სივრცეში](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%af%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/): ასერტული კომუნიკაცია ეფუძნება: გულწრფელობას კეთილგანწყობას პატივისცემას თავდაჯერებულობას ის საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბალანსი ჩვენს სურვილებსა და ჩვენ მიმართ არსებულ მოლოდინებს შორის ისე, რომ გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ სხვების უფლებებს, ამავდროულად კი არ დავივიწყოთ პირადი საზღვრები და ის, თუ რა გვინდა. Რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამუშაო სივრცეში მკაფიოდ გამოვხატოთ რა გვჭირდება, რა არის ჩვენთვის მისაღები და რა გვინდა, რომ შევცვალოთ? ჯანსაღი კომუნიკაცია გვეხმარება თვითრეგულაციაში, ენერგიის დაზოგვასა და საზრისის შემცველი ურთიერთობების შენარჩუნებაში. Როდესაც კეთილგანწყობით, გულწრფელად და თავდაჯერებულად გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს, ვქმნით უსაფრთხო სივრცეს გაზიარებისა და შეთანხმებისთვის.   რა დაგვეხმარება სამსახურში ასერტული კომუნიკაციის განვითარებაში? გთავაზობთ ასერტული კომუნიკაციისთვის დამხმარე რამდენიმე გზას: 1. ვცადოთ თვალებში ვუყუროთ... სრულად - [რატომ გვჭირდება საზღვრების დაწესება სამუშაო სივრცეში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94-2/): პირადი საზღვრების დაწესება სამუშაო სივრცეში გვეხმარება დავინახოთ თუ Რა პასუხისმგებლობები გვაქვს და Როგორი ურთიერთობა გვსურს თანამშრომლებთან, კლიენტებთან თუ ხელმძღვანელთან.   საზღვრების დაწესება, ჩვენი სურვილებისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედება, სტრესის მართვისა და ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევის წინაპირობაა.   ჯანსაღი საზღვრების არსებობა თავიდან გვარიდებს გაუგებრობას, იმედგაცრუებასა და დაძაბულობას.    ხანდახან შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თუ საზღვრების დაწესებასა და დაცვას შევეცდებით, რისკის ქვეშ დავაყენებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს.   ცხადია, გარემოში, სადაც პირადი საზღვრების დაცვის მნიშვნელობა სათანადოდ გააზრებული არ არის, ეს რისკი არსებობს, თუმცა ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ჯანსაღი საზღვრების რღვევას მოსდევს, ხშირად უფრო მტკივნეულია.   მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამუშაო სივრცეში საზღვრების დაწესება გვიცავს ფიზიკური და... სრულად - [ოთხი ნაბიჯი მოქნილი საზღვრების დასაწესებლად](https://aisi.blog/4steps-to-set-flexible-boundaries/): ნორმალურია, რომ ჩვენს საზღვრებს არაერთხელ შევასწორებთ და შევცვლით, პრაქტიკასთან ერთად უფრო მეტად აღვიჭურვებით იმ უნარებით თუ როგორ ამოვიცნოთ რა გვჭირდება, როგორ შევქმნათ და დავნერგოთ ისეთი საზღვრები, რომლებიც თანხვდება ჩვენს საჭიროებებს და ამ პროცესში აღმოვაჩენთ, რომ საზღვრების დაწესება უფრო მეტად ხელოვნებაა ვიდრე მეცნიერება – ის მუდმივად იცვლება.გვახსოვდეს, რომ პირადი საზღვრების პოვნა, გაცნობიერება და მათ დაცვაზე ზრუნვა უფრო დაცულს გაგვხდის! - [მოქნილი საზღვრები](https://aisi.blog/flexible-boundaries/): Play Video ჩვენი პირადი საზღვრები იცვლება სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები იყოს მოქნილი, რადგან: – თუ ის ხისტი და მკაცრია – საკუთარ თავს სრულ იზოლაციაში ვაქცევთ ისე თითქოს აგურის კედლით ვართ გარშემორტყმული. გვიცავს, მაგრამ ყველა კარს გვიხურავს იმისთვის, რომ სხვა შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში, გავაზიაროთ ჩვენი სურვილები და საჭიროებები. – სუსტი საზღვრები დაუცველს გვტოვებს ტკივილების მიმართ. – მოქნილი საზღვრები კი გავს კარიბჭეს, რომელსაც ვაღებთ და ვხურავთ. შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენს სურვილებს. ის ხელს უწყობს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნასა და გამყარებას. - [პირადი საზღვრები](https://aisi.blog/personal-boundaries/): Play Video აისი წარმოგიდგენთ ფსიქოსაგანმანათლებლო ვიდეოების ახალ სერიას – შენთვის! ვიდეოს პირველ სერიაში საუბრობს აისის გუნდის წევრი, ელენე ქორიძე და გვიზიარებს ინფორმაციას პირადი საზღვრების მნიშვნელობის შესახებ. გვახსოვდეს, რომ პირადი საზღვრების პოვნა, გაცნობიერება და მათ დაცვაზე ზრუნვა უფრო დაცულს გაგვხდის! - [Რატომ გვჭირდება საზღვრების დაწესება?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91/): რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე პირადი საზღვრების ქონა: თამამად ვამბობთ უარს მაშინ, როდესაც არ გვინდა რაიმეს გაკეთება და ამის გამო არ გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა; ღიად ვსაუბრობთ ჩვენს სურვილებსა და ემოციებზე; ფიზიკურად და ემოციურად თავს დაცულად ვგრძნობთ; საკმარის დროს ვუთმობთ საკუთარ თავზე ზრუნვას; ვიღებთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც გვინდა და შეგვიძლია; ჩვენს პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის მკაფიო საზღვრებია, დროს ვუთმობთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.   პირადი საზღვრების პოვნა, გაცნობიერება და მათ დაცვაზე ზრუნვა შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ. გვახსოვდეს, რომ ის უფრო დაცულს გაგვხდის და შექმნის ჯანსაღ დისტანციას ჩვენსა და სხვა ადამაინებს შორის, რა დროსაც გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილებები.    ... სრულად - [რა არის საზღვრები და რატომ გვჭირდება ის?](https://aisi.blog/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94/): გვიჭირს საკუთარ განცდებზე საუბარი? ან უარის თქმა იმის შიშით, რომ სხვას იმედს გავუცრუებთ? Მუდამ იმაზე გვეფიქრება რა სურთ ან ჭირდებათ სხვა ადამიანებს ნაცვლად იმისა თუ რა გვჭირდება ჩვენ?   პირადი სივრცის განცდა მნიშვნელოვანია კეთილდღეობის, ბედნიერების, საკუთარ თავზე ზრუნვისა და წარმატებისთვის, თუმცა ხშირად საზღვრების დაწესება გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.   პირადი საზღვარი ის უხილავი ხაზია, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ ვართ, როგორც ინდივიდი და როგორი ტიპის ურთიერთობას ვირჩევთ გარე სამყაროსთან.   იმის გაცნობიერება თუ როგორია ჩვენი პირადი საზღვრები, გასაგებს ხდის სინამდვილეში რა გვინდა – როგორ გვსურს, რომ მოგვექცნენ სხვები; რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა დოზით გვსურს ფიზიკური ან ემოციური სიახლოვე სხვებთან.  ... სრულად - [რა ხდება ჩვენს "შინაგან სცენაზე"?](https://aisi.blog/6371-2/): ახალ ეპიზოდში ლელა ცისკარიშვილი და მაია ცირამუა საუბრობენ ჩვენს „შინაგან სცენაზე“ და განიხილავენ განსხვავებულ მდგომარეობებს შინაგანი ბავშვის, ზრდასრულისა და მშობლის პერსპექტივიდან.   - [“ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში”](https://aisi.blog/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b/): “ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში” შინაგანი სცენის რეჟისორია, რომელიც გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი საკუთარი და სხვა ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებასა და ზრუნვაში.    ძლიერი ჯანმრთელი ზრდასრულის მდგომარეობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბავშვობასა და მოზარდობაში ბაზისური ემოციური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ უყვართ, მიღებული და აღიარებულია, შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული საზღვრები.    როგორ ამოვიცნოთ “ჯანმრთელი ზრდასრული ჩემში”?   შეგვიძლია გავუმკლავდეთ ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებს ემოციური აფეთქებების გარეშე, პატარა სირთულეები არ იწვევს წამლეკავ უარყოფით ემოციებს; შეგვიძლია ვიპოვოთ ჯანსაღი, კონსტრუქციული გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ კომპრომისზე წასვლა და საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების მეორე ადგილზე დაყენება გვიწევს; შეგვიძლია... სრულად - [“გამკლავება” თუ დაცვითი მექანიზმი?](https://aisi.blog/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98/): გამკლავების სტრატეგიები, ბავშვობასა და მოზარდობაში, ემოციურად მძიმე სიტუაციაში ჩამოყალიბებული ის არაცნობიერი გზებია, რომლებიც “გადარჩენაში” გვეხმარება.    გამკლავების სტრატეგიებს ჩვენი როლური მოდელებისგან, მშობლებისგან, უფროსი ადამიანებისგან ვსწავლობთ მათზე დაკვირვებით. ის, თუ როგორ რეაგირებენ ისინი პრობლემურ სიტუაციებში და როგორ უმკლავდებიან მასთან დაკავშირებულ ემოციებს, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენზე.   არსებობს სხვა გზაც – რთულ სიტუაციებთან ბრძოლის “მოგებას”, ზოგჯერ საკუთარი გამოცდილებითაც ვსწავლობთ. თითოეულ ჩვენგანს გამკლავების განსხვავებული გზა გვაქვს.    არსებობს “გამკლავების” სამი სტილი, რომელიც ხშირად ერთდროულად ან ცალ-ცალკე ვლინდება.    დანებება   ამ დროს ადამიანი: ემორჩილება დამსჯელ, კრიტიკულ და დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობლის რეჟიმს და იწყებს საკუთარი თავის უარყოფითად შეფასებას; თავს გრძნობს ცუდად, სევდიანად, უბედურად,... სრულად - [“დამსჯელი მშობელი ჩემში”](https://aisi.blog/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98/): “დამსჯელი მშობელი ჩემში” უკავშირდება უსიყვარულობის გამოცდილებას, სირცხვილს, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს. ამ დროს ადამიანები იშვიათად ფიქრობენ, რომ მათი საჭიროებები და უფლებები მნიშვნელოვანია. ბავშვობაში განცდილი ემოციური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა წინ უძღვის დამსჯელი მშობლის გააქტიურებას ზრდასრულ ასაკში.    როგორ უკავშირდება “დამსჯელი მშობელი ჩემში” ბავშვობაში განცდილ ძალადობას?   ბავშვებს, რომელთაც განიცადეს სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა, ხშირად რცხვენიათ და განცდა აქვთ, რომ რაც მოხდა მათი ბრალია. ადანაშაულებენ საკუთარ თავს, ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ უკეთ მოპყრობას. ძალადობის შემთხვევა კი უმტკიცებს მათ განცდას, რომ ნამდვილად “ცუდები” არიან.   ემოციური ძალადობის შემთხვევები ბავშვისთვის შემდეგი მესიჯის მატარებელია: რომ ის დამნაშავე და პასუხისმგებელია თავის პრობლემებზე, არ იმსახურებს უკეთესს... სრულად - [“დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობელი ჩემში”](https://aisi.blog/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/): “დანაშაულის განცდის გამომწვევი მშობლის” მახასიათებლებია:   პარენტიფიკაცია – ბავშვობისას, როდესაც მშობლები ან მზრუნველი პირები ემოციურად არასტაბილურები იყვნენ, ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებს მუდმივად უგულებელყოფდნენ, ნაცვლად ამისა თვითონ ითხოვდნენ მხარდაჭერას, ბავშვი სწავლობს საკუთარი ემოციების იგნორირებას, ხდება “საკუთარი მშობლის მშობელი”, მასზე მზრუნველი, რითიც აბალანსებს დანაშაულის განცდას.    მაგალითად, მშობლების განქორწინებისას, თუ ბავშვს ხშირად ესმის როგორ აკრიტიკებს ერთი მშობელი მეორეს, ის მომრიგებლის როლს ირგებს, თავს ვალდებულად თვლის ორივე მხარეს ბედნიერად აგრძნობინოს თავი ან “გადაარჩინოს” მათი ურთიერთობა. და თუ არ გამოდის, ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს. Ბავშვი ვერ აცნობიერებს, რომ ეს მისი ასაკისთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთია და ხშირად მთელი ცხოვრება ეს როლი თამაშდება მის... სრულად - [როგორ ამოვიცნოთ “მომთხოვნი მშობელი ჩემში?”](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95/): მომთხოვნი მშობელი ჩემში წარმატებასა და მიღწევებზეა ორიენტირებული. სრულყოფილების მუდმივ ძიებაში ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს საუკეთესო და არ დაუშვას შეცდომა. ამავდროულად კი არ აძლევს საკუთარ თავს დასვენების, გართობისა და მოდუნების შესაძლებლობას, რაც ხშირად იწვევს საქმითა და სწავლით გადაღლას.   შესრულებული საქმე და წარმატება ადამიანს აღარ ანიჭებს არც კმაყოფილებას და არც სიამოვნებას. ის გამუდმებით მეტს ითხოვს საკუთარი თავისგან. Წარუმატებლობის შემთხვევაში კი ტანჯავს მარცხის განცდა.   როგორ ვითარდება მომთხოვნი მშობელი ჩემში?   ბავშვობაში უფროსი ადამიანები მუდმივად უსვამენ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატება; წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი არ გამოხატავენ სიყვარულსა და მზრუნველობას ბავშვის მიმართ; ბავშვს აჯილდოებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმატებას აღწევს, კარგ ნიშანს იღებს... სრულად - [დისფუნქციური მშობელი ჩემში](https://aisi.blog/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b/): საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული, მომთხოვნი დამოკიდებულება, შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება, რო არ ხარ საკმარისად კარგი, ჭკვიანი, არასდროს შეგიყვარებენ ან არაფერი გამოგივა, სხვა შენზე უკეთესია – ხშირად უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში უფროსი ადამიანებისგან, მზრუნველებისგან, მშობლებისა და თანატოლებისგან მიღებულ ნეგატიურ, კრიტიკულ შეფასებებს, ემოციური და ფიზიკური საჭიროებების უგულებელყოფას, ძალადობის გამოცდილებას, რომელსაც შინაგან სცენაზე შემოყავს “დისფუნქციური მშობელი”.   ტერმინი “დისფუნქციური მშობელი” სულაც არ ნიშნავს, რომ მშობელი ცუდი იყო ან ყოველთვის ცუდად ექცეოდა ბავშვს, არამედ მოიაზრებს ზოგადად უფროსი ადამიანების იმ ქცევებს, რომლებიც დამაზიანებელი იყო.   “დისფუნქციური მშობელი ჩემში” შეიძლება იყოს: მომთხოვნი; დანაშაულის განცდის გამომწვევი; დამსჯელი.   მომთხოვნი მშობელი ჩემში ორიენტირებულია წარმატებასა და მიღწევებზე. ამ დროს... სრულად - [მიჯაჭვულობის გავლნა ზრდასრულ ასაკში](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%a0/): მესამე ნაწილში მოისმენთ: მიჯაჭვულობის ფორმებსა და მის გავლენაზე ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია თუ არა მიჯაჭვულობის ფორმის ცვლილება? - [მიჯაჭვულობა ადრეულ ბავშვობაში](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95/): საუბრობენ მაია ცირამუა და ლელა ცისკარიშვილი თემაზე – როგორ ვითარდება მიჯაჭვულობა ადრეულ ბავშვობაში? https://youtu.be/dA5yuyaIWaU - [მიჯაჭვულობის ფორმები](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/): მაია ცირამუა და ლელა ცისკარიშვილი საუბრობენ მიჯაჭვულობის ფორმებზე - [ბედნიერი შინაგანი ბავშვი](https://aisi.blog/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/): ზრდასრულ ასაკში ბედნიერი შინაგანი ბავშვის ძირითადი მახასიათებლებია: ცნობისმოყვარეობა და სპონტანურობა; გართობა; სილაღე; სიახლეების აღმოჩენის სურვილი; კრიტიკის მიმღებლობა; იმედგაცრუებასა და ტკივილთან გამკლავება; მნიშვნელოვანი და საზრისის შემცველი ურთიერთობების დამყარება. ზრდასრულ ასაკში გააქტიურებული ბედნიერი შინაგანი ბავშვი უკავშირდება ბავშვობაში ჩამოყალიბებულ უსაფრთხო მიჯაჭვულობას, როდესაც ადამიანი დაცულად გრძნობს თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას და სიამოვნებას იღებს ამ სიახლოვით.   ჩვენს შინაგან ბავშვთან დასაკავშირებლად, დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: რა მოვლენები, სიტუაციები ან ადამიანები მეხმარებიან შინაგანი ბავშვის გააქტიურებაში? ბოლოს როდის ვიგრძენი ბედნიერი შინაგანი ბავშვი? Მაგალითად, გასულ კვირას, როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი და ლაღი? რა არის რაც მიადვილებს ბედნიერ შინაგან ბავშვთან დაკავშირებას? Ზოგი ადამიანისთვის ეს ვარჯიშია, რომლის შემდეგაც უფრო... სრულად - [გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვი](https://aisi.blog/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/): ზრდასრულ ასაკში გაბრაზებული და იმპულსური შინაგანი ბავშვის გააქტიურება არის ბავშვობაში განცდილი არასათანადო მოპყრობის, ემოციური მოთხოვნილებების უგულებელყოფის, შეურაცხყოფის ერთგვარი ანარეკლი.   სიტუაციები, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს ბავშვობისდროინდელ გამოცდილებასთან “აბრუნებს”, ააქტიურებს ისეთ ემოციებს, როგორიცაა ბრაზი და რისხვა, რომლის უკანაც ხშირად დგას ბავშვობაში განცდილი უსამართლობის განცდა.    ბრაზი – ემოციური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განცდილი ძლიერი გაღიზიანება და იმედგაცრუება, მაგალითად, როდესაც ადამიანი შესრულებული სამუშაოს შედეგად არ იღებს შესაბამის აღიარებას, უკუკავშირსა და ყურადღებას, ის ფიქრობს, რომ მას არ აფასებენ სათანადოდ.   რისხვა – შეგრძნებები ამ დროს კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, ადამიანი შეიძლება გამოვიდეს წყობიდან, იყვიროს, დაამტვრიოს ნივთები ან ფიზიკური ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს. რისხვა გაცილებით უფრო... სრულად - [მოწყვლადი შინაგანი ბავშვი](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95/): მოწყვლადი შინაგანი ბავშვის მახასიათებლებია:   მიტოვებულობა, არასტაბილურობა და სოციალური იზოლაცია – უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში მიტოვების გამოცდილებას, მაგალითად: მშობლებთან ადრეულ განშორება; მიჯაჭვულობის ობიექტის გარდაცვალებას; ნაკლებ ემოციურ კავშირს ბავშვსა და მზრუნველ პირს შორის.   ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ მიატოვებენ, მიაყენებენ ტკივილს; ის ნაკლებად ენდობა სხვებს, თავს გრძნობს დაუცველად და დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად.   უნდობლობა – საფრთხის მუდმივ განცდასთან ერთად მწიფდება. ამ დროს ადამიანი ფხიზლად არის საფრთხის მოლოდინში და ეჭვის თვალით უყურებს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.    სირცხვილი – უკავშირდება ბავშვობასა და მოზარდობაში მიღებულ დამამცირებელ კომენტარებს, ხშირ კრიტიკას, აბუჩად აგდებას, ღირსების შელახვას, მზრუნველი პირისგან ვერბალურ ან არავერბალურ მინიშნებას, რომ არ... სრულად - [“ბავშვი ჩემში”](https://aisi.blog/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98/): ზრდასრულ ადამიანში შინაგანი ბავშვის სამი ტიპი არსებობს: მოწყვლადი გაბრაზებული ან იმპულსური ბედნიერი ბავშვი   შინაგანი ბავშვის მდგომარეობები მონაცვლეობით იჩენს თავს სხვადასხვა სიტუაციაში. ამ დროს უნებლიეთ ცოცხლდება ბავშვობის გამოცდილებები და ემოციური მდგომარეობები. ადამიანის ქმედებები კი განპირობებულია ბავშვობისდროინდელი გამოცდილებებით.    მოწყვლად შინაგან ბავშვს ახასიათებს: შფოთვა, სევდა; სიმარტოვის განცდა; მიტოვების შიში; სასოწარკვეთა; უმწეობისა და სირცხვილის განცდა; თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და დამცირებულად; აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სირთულე.   გაბრაზებულ ან იმპულსურ შინაგან ბავშვს ახასიათებს: გაღიზიანება, სიბრაზე ან განრისხება; იმპულსურობა; დაუმორჩილებლობა; სიჯიუტე; დისციპლინასთან დაკავშირებული სირთულეები; თავნება და განებივრებული დამოკიდებულება.   ბედნიერი შინაგანი ბავშვი: მხიარული, ლაღი და თავდაჯერებულია; მარტივად და ცნობისმოყვარეობით უყურებს მოვლენებს მის ირგვლივ; უყვარს... სრულად - [რა ხდება ჩვენს “შინაგან სცენაზე”?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1/): დარწმუნებული ვარ შეამჩნევდით, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა იცვლება ხოლმე, დაახლოებით ისე, როგორც პერსონაჟები სცენაზე – ერთ მომენტში თუ თავს მშვიდად ვგრძნობთ, სხვა სიტუაციაში შეიძლება თავი დაუცველად და სევდიანად ვიგრძნოთ, ან გავბრაზდეთ.   ეს “პერსონაჟები” ჩვენი შინაგანი ეგო მდგომარეობებია.   ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ ამ მდგომარეობების შესაბამისად სხვადასხვა სიტუაციის საპასუხოდ.    ზრდასრული ადამიანის “შინაგან სცენაზე” სამი შინაგანი მდგომარეობა მონაცვლეობს: მშობელი, ზრდასრული და ბავშვი.    “მშობელი ჩემში” ეხება ქცევებს, აზრებს და გრძნობებს, რომლებიც ვისწავლეთ ჩვენი მშობლებისგან ან სხვა მნიშვნელოვანი უფროსი ადამიანებისგან. არ არის აუცილებელი მშობელი “ჩვენში” ბიოლოგიური მშობლის ანარეკლი იყოს.    “ზრდასრული ჩემში” მოქმედებს აქ და ახლა. რაციონალურად ამუშავებს იმას, რასაც... სრულად - [ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანი](https://aisi.blog/%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-9-%e1%83%9c/): ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანი თქვენი პარტნიორი/მეგობარი იოლად კარგავს წონასწორობას და ხშირად ეჭვიანობს? ამჩნევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი მას ეხება, გარშემო კი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მცირდება? საჯაროდ ან პირისპირ აკნინებს თქვენს მიღწევებს, მასთან საუბარი კი შეუძლებელია? მისი ქცევები ნაკლებად პროგნოზირებადი და უფრო საშიში ხდება? აისი გიზიარებთ ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანს - [უსაფრთხო მიჯაჭვულობა](https://aisi.blog/%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/): ბავშვი დაბადებისას ავტომატურად ელის, რომ აღმზრდელი დააკმაყოფილებს მის საჭიროებებს, ამისთვის კი იყენებს ფიზიკურ სიგნალებს, როგორიცაა, მაგალითად, ტირილი, რათა აცნობოს მომვლელებს, რომ იზრუნონ მათზე და ატყობინებს, რომ ენდობა მათ.   მშობლები, რომლებიც ახერხებენ ბავშვის აღზრდას უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტილით, არ არღვევენ ამ ნდობას.    არსებობს ხუთი ძირითადი პირობა, რომელიც მიჯაჭვულობას უსაფრთხოს ხდის.   1. ბავშვი თავს დაცულად გრძნობს   ჩვილისა და პატარა ბავშვისთვის უსაფრთხოება მთავარ მზრუნველ პირთან სიახლოვეს ნიშნავს, რადგან ის არის საკვების, სითბოსა და დაცვის წყარო. საფრთხე ნიშნავს მასთან განშორებას. განშორებისას მშობელი აძლევს ბავშვს სივრცეს სამყაროს შესაცნობად, მაგრამ რჩება საკმარისად ახლოს, რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა.   ეს კი ბავშვისთვის შემდეგი... სრულად - [დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა](https://aisi.blog/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3/): დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ხშირად გვხვდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები და/ან შემსწრეები.    დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ვითარდება მაშინ, როდესაც მთავარი მზრუნველი პირი, რომელიც უსაფრთხოების ერთადერთი წყაროა ბავშვისთვის იქცევა შიშისა და დაუცველობის მიზეზად.   ამ დროს ბავშვმა არ იცის რას შეიძლება ელოდეს უფროსი ადამიანისგან და ისიც არ იცის მის საჭიროებებს რამდენად დააკმაყოფილებენ.    ზრდასრულ ასაკში დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს:   უნდათ, რომ იყვნენ სიყვარულის ობიექტები, ამავდროულად კი აშინებთ ინტიმური ურთიერთობები; ეშინიათ, რომ მათთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები მიაყენებენ ზიანს; უჭირთ იმის დაჯერება, რომ პარტნიორს შეუყვარდება და იქნება მხარდამჭერი; უჭირთ მიყვნენ საკუთარ გეგმებსა და მიზნებს; ელოდებიან უარყოფას, იმედგაცრუებას... სრულად - [განრიდებული ტიპის მიჯაჭვულობა](https://aisi.blog/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95/): განრიდებული ტიპის მიჯაჭვულობის განვითარება უკავშირდება იმას თუ რამდენად ხელმისაწვდომები არიან მზრუნველი პირები.    ისინი სულაც არ უგულებელყოფენ ბავშვს, მათთან ერთად არიან, თუმცა თავს არიდებენ ემოციების გამოხატვას, გაზიარებას, ნაკლებად აღიქვამენ და ითვალისწინებენ ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, თავს არიდებენ ან არ აქვთ უნარი ბავშვის მხარდაჭერისა და დამშვიდების.    ბავშვის მხრიდან სიახლოვის მოთხოვნილების მატებასთან ერთად, მზრუნველი პირი უფრო მეტად შორდება ბავშვს, ის ელის, რომ ბავშვი უნდა მოიქცეს თავშეკავებულად, არ გამოხატოს ემოციები და მოიქცეს ისე, როგორც ზრდასრული ადამიანი.   არიან მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული და ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას; არ ენდობიან სხვა ადამიანებს მარტივად; თავს არიდებენ საკუთარ ემოციებზე საუბარს; ჰყავთ ბევრი მეგობარი და/ან სექსუალური პარტნიორი, თუმცა ემოციურ... სრულად - [ამბივალენტური მიჯაჭვულობა](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d/): თითოეულ ჩვენგანს გვინდა, რომ ვიყოთ სიყვარულის ობიექტი, თავს დაცულად, დაფასებულად და ღირებულად ვგრძნობდეთ.   ნორმალურია, როდესაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და პარტნიორებისგან ვითხოვთ ემოციურ მხარდაჭერას.   ნორმალურია, როდესაც გვეშინია საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნილებები და შიში ისე ძლიერდება, რომ ხელს გვიშლის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში?    განვიხილოთ რა არის ამბივალენტური მიჯაჭვულობა და რა გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ზრდასრულ ასაკში.    ამბივალენტური მიჯაჭვულობა ყალიბდება მაშინ, როდესაც მზრუნველი პირი ზოგჯერ მხარს უჭერს, პასუხობს ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებს, სხვა დროს კი უგულებელყოფს მას.    არათამიმდევრულობა და ორაზროვნება აბნევს ბავშვს, მისთვის გაუგებარია თუ რას ნიშნავს მშობლის ქცევა, რა სახის რეაქციას შეიძლება... სრულად - [Როგორ ვითარდება მიჯაჭვულობა ადრეულ ბავშვობაში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%af%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a/): ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის იშვიათად არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ჩვენ გვსურს.    დაფიქრებულხართ, რატომ აწყდებიან ადამიანები ერთსა და იმავე სირთულეს სხვადასხვა ურთიერთობისას?   შეგიმჩნევიათ, რომ ხანდახან ურთიერთობაში ერთი მხარე უფრო მეტად არის ემოციურად ჩართული ვიდრე მეორე?   იცნობთ ადამიანს, რომელიც მუდმივად ეჭვიანობს თავის მეწყვილეზე, მიუხედავად იმისა აქვს ამის მიზეზი თუ არა?   დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ის ურთიერთობები, რომლებიც სხვა ადამიანებთან გვაკავშირებს – როგორია?   მიჯაჭვულობის თეორიის ცოდნა დაგვეხმარება განვიხილოთ თუ როგორ მყარდება ახლო ურთიერთობები ზრდასრულ ასაკში, რადგან ამის საფუძველი სწორედ ჩვენი ადრეული კავშირია მზრუნველ პირებთან.    ახალშობილი სრულად დამოკიდებულია უფროს ადამიანებზე – ეძებს კომფორტს, უსაფრთხოებას, სიმშვიდესა და... სრულად - [უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი სავარჯიშო](https://aisi.blog/%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90/): უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი ტექნიკა ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ გვიჭირს აწმყო მომენტში ყოფნა, კონცენტრაცია, ვართ აღელვებულები, გვაქვს დაუცველობის განცდა, ჩვენი სუნთქვა და გულისცემა კი გახშირებულია. კარგი იქნება თუ ასეთი მომენტებისთვის მოვიმარაგებთ სავარჯიშოებს. მათ შორის ერთ-ერთია უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი ტექნიკა, რომელსაც გვიზიარებს ფსიქოლოგი – მაია ცირამუა. სავარჯიშო დაგვეხმარება სხეულს შევახსენოთ ჩვენი რესურსები, გავაცოცხლოთ დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება. - [უსაფრთხოების საიმედო საყრდენი](https://aisi.blog/%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a7/): სახლისთვის საძირკველი, გემისთვის კი ღუზაა საიმედო საყრდენი, მაგრამ რა შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების საიმედო საყრდენი? ხშირად, სიახლეები, ახალი გარემოებები ან სულაც გარდამტეხი მომენტები ცხოვრებაში ხელს გვიშლის დავამყაროთ კავშირი გარემოსთან და სხვა ადამიანებთან. გვიჭირს სიამოვნების მიღება. გულისცემა გახშირებულია და აწმყო მომენტსაც ვშორდებით.   იმისთვის, რომ ისევ შევძლოთ დამშვიდება, ემოციების რეგულაცია და სიამოვნების მიღება, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხოების საიმედო საყრდენი, რომელიც აწმყო მომენტში დაგვაბრუნებს.  Როგორ ვიპოვოთ ის? დავფიქრდეთ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ? რა ააქტიურებს ჩვენი სოციალური ჩარტულობის სისტემას, რა გვამშვიდებს? მოვძებნოთ ის საქმიანობა, რომელიც გვავსებს სიმშვიდით, გვაკავშირებს გარემოსთან და სხვა ადამიანებთან. Სად ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ? ვიპოვოთ ისეთი... სრულად - [ხმები ჩვენ ირგვლივ: ხმოვანი პეიზაჟი](https://aisi.blog/%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95-%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90/): დღის განმავლობაში ათასობით განსხვავებული ხმა გვესმის, როგორიცაა:   ქალაქის ხმაური; ქუჩაში მოსეირნე ადამიანების საუბარი; წვიმის ან ქარის ხმა; და ქმნის ერთგვარ ხმოვან პეიზაჟს.  ხმები ჩვენ ირგვლივ ერთ-ერთი გზაა სამყაროს შესაგრძნობად და მასთან დასაკავშირებლად.  დღის განმავლობაში გარკვეული დრო დავუთმოთ ჩვენი ხმოვანი პეიზაჟის გაცნობას: რა ხმები ისმის ჩვენ ირგვლივ? დავაკვირდეთ ბგერების მრავალფეროვნებას; როგორ რეაგირებს ჩვენი ნერვული სისტემა მათი მოსმენისას; როგორია ჩვენი სხეულებრივი შეგრძნებები ამ დროს. ხმოვანი პეიზაჟები სავსეა განსხვავებული ბგერებით, რომლებსაც ხმის ნიშნები ეწოდება. ზოგიერთი ხმოვანი ნიშანი გვეხმარება: ემოციურ რეგულაციაში; სიამოვნების მიღებასა და მოდუნებაში. ზოგი მათგანი კი იწვევს: შფოთვას; ნერვიულობას; შებრძოლებისა და გაქცევის რეაქციებს.  დავაკვირდეთ ხმოვან ნიშნებს სხვადასხვა გარემოში.  რომელი იწვევს ჩვენში სიმშვიდისა... სრულად - [ურთიერთობები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში](https://aisi.blog/%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a/): ურთიერთობები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება დამშვიდებასა და უსაფრთხოების განცდის მოპოვებაში, თანარეგულაციაში. ამავდროულად გვიჩნდება მიკუთვნებულობის განცდა სხვა ადამიანთან, ვგრძნობთ, რომ არ ვართ მარტო ‑ ეს კი ზრდის ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხსს. ერთად დავფიქრდეთ: ვინ არიან ის ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, რომლებთანაც ვგრძნობთ კავშირსა და უსაფრთხოებას? რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი კავშირის გასამყარებლად? რას შევცვლიდით ჩვენს ურთიერთობებში? ეს სავარჯიშო მოგვცემს შესაძლებლობას ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს კავშირებზე, თვალი გადავავლოთ მათ ‑ რა მოგვწონს უკვე არსებულ ურთიერთობებში და რისი ცვლილება გვჭირდება? - [Სუნთქვაზე დაკვირვება](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/): მოკალათდით კომფორტულად, დასხედით სკამზე ისე, რომ ფეხები იატაკს ეხებოდეს ან წამოწექით ზურგზე მოადუნეთ სხეული და დააკვირდით სუნთქვას ისუნთქეთ ისე, როგორც სუნთქავთ და ნუ შეეცდებით რაიმეს შეცვლას დააკვირდით მოძრაობასა და შეგრძნებებს სხეულში ჩასუნთქვისას, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით დააკვირდით ამოსუნთქვის მომენტს ‑ რა შეგრძნებაა? სუნთქვასთან ერთად იმოგზაურეთ სხეულში და დააკვირდით როგორი ტემპერატურისაა ჰაერი? როგორ ივსება და ცარიელდება თქვენი ფილტვები ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვისას. დაუთმეთ ამ სავარჯიშოს რამდენიმე წუთი.   საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება საყრდენია, რომელიც გვეხმარება: ვიყოთ აწმყო მომენტში თავი მოვუყაროთ ფიქრებს ვკოცენტრირდეთ და შევიგრძნოთ საკუთარი მთლიანობა აქ და ახლა. - [Სუნთქვა](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%90/): Სუნთქვა, აზროვნება და შეგრძნებები ერთმანეთს ავტონომიური ნერვული სისტემის მეშვეობით უკავშირდება.  ემოციური რეგულაცია და უსაფრთხოების განცდა სწორედ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ჩვენი გულისცემა და სუნთქვა ერთმანეთთან ჰარმონიაშია, რაშიც ვაგუსის ნერვი გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა ავტონომიური პროცესია და ჩვენი ცნობიერი ყურადღების გარეშე მიმდინარეობს, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისუნთქოთ გაცნობიერებულად, რაც შესაძლოა: დაგვეხმაროს სიმშვიდის მოპოვებაში; აგვავსოს ენერგიით; გაზარდოს ყურადღების კონცენტრაციისა და სიფხიზლის უნარი; გააქტიუროს ჩვენი სოციალური ჩართულობის სისტემა. დიაფრაგმა ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთია სუნთქვის პროცესში. სუნთქვის ყოველი ციკლით დიაფრაგმა იცვლის ფორმას. ჩასუნთქვისას მისი კუნთები იკუმშება და ბრტყელდება, ფილტვები კი ათავისუფლებს სივრცეს მეტი ჰაერისთვის. ამოსუნთქვისას დიაფრაგმის კუნთები დუნდება, რაც ხელს უწყობს ჰაერის გამოდევნას.  როდესაც დამატებითი... სრულად - [Სიმშვიდესთან ყოფნა](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9c%e1%83%90/): Მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ხშირად ქაოტური, რუტინული და დამღლელი დღეების შემდეგ ვეძებთ სივრცეს განმარტოებისთვის, სადაც: ვიქნებით მშვიდად; შევძლებთ დასვენებას, მოდუნებას; საკუთარი მთლიანობის განცდას; ჩვენი ფიქრებისა და ემოციების მოსმენას. სიმშვიდეა, როდესაც ჩვენი ვაგუსის ნერვის დიაფრაგმის ქვემოთ და ზემოთ მდებარე ნაწილები ერთმანეთს უკავშირდებიან და შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ მშვიდად, ამავდროულად კი გვქონდეს უსაფრთხოების განცდა.  მნიშვნელოვანი დავფიქრდეთ და ვიპოვოთ ისეთი სივრცეები ჩვენ ირგვლივ, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარ თავთან, სიმშვიდეში ყოფნა გვავსებდეს ახალი ენერგიით ისე, რომ არ მოჰქონდეს საფრთხისა და დაუცველობის განცდა.  Სიმშვიდესთან ყოფნა Რომელი გარემოა ჩვენთვის სიმშვიდესთან დაკავშირებული? ვიპოვოთ უსაფრთხო სივრცეები ჩვენ ირგვლივ, სახლში, სამეზობლოსა თუ სამუშაო გარემოში.  ყურადღება მივაქციოთ იმ სივრცეებს,... სრულად - [სასიამოვნო მომენტები](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/): Ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სიამოვნების მომგვრელი მომენტებით, თუმცა ის ხშირად რჩება შეუმჩნეველი. Სასიამოვნო მომენტების დანახვა, შემჩნევა და მათი განცდა აუმჯობესებს ჩვენი კარგად ყოფნის შეგრძნებას. Მასში მუდმივი ვარჯიში კი გვეხმარება ბედნიერების განცდაში. ის ააქტიურებს ვაგუსის ნერვს და აუმჯობესებს სოციალური ჩართულობის სისტემის რესურსს, გვეხმარება, რომ კავშირი დავამყაროთ როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან.  Სასიამოვნო მომენტები დღის განმავლობაში დავაკვირდეთ მომენტს, როდესაც სოციალურად ჩართულები ვართ, სადაც გვიყვარს, გვსიამოვნებს, გამოვხატავთ ემოციებს, მშვიდად ვართ და შესაძლებელია თანარეგულაცია.  ვაქციოთ ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ვივარჯიშოთ სიამოვნების მიღებასა და განცდაში. თვალყური ვადევნოთ სასიამოვნო მომენტებს ჩავინიშნოთ ან გავაკეთოთ ჩანახატები, დღის ბოლოს კი თვალი გადავავლოთ განვლილ დღეს და გავუზიაროთ ჩვენთვის... სრულად - [როგორ მოვიპატიჟოთ ბუნება შინ?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9f%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/): კვლევების თანახმად, სიმწვანეში ყოფნა გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, მწვავე სტრესული მოვლენების შემდეგ გვეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებასა და სოციალური ჩართულობის სისტემის გააქტიურებაში. წყალთან სიახლოვე კი ამცირებს სტრესის დონეს ჩვენს ორგანიზმში და ხელს უწყობს ემოციურ რეგულაციას. ხშირად ქალაქიდან გასვლა, ჩვეული რუტინისგან დისტანცირება და დროის სიმწვანეში გატარება გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, ამ დროს კი შეგვიძლია ბუნება შინ მოვიპატიჟოთ. Მცენარეებზე ზრუნვა ხელს უწყობს ჩვენს ნერვულ სისტემას დამშვიდებასა და მოდუნებაში, სიამოვნების მიღებაში, საკუთარ ემოციებთან ყოფნაში, ასევე, ამცირებს სიმარტოვის განცდას. როგორ მოვიპატიჟოთ ბუნება შინ? ვიზრუნოთ მცენარეებზე ჩვენს საცხოვრებელ ან სამუშაო სივრცეში. მასზე ზრუნვას სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ემოციურ რეგულაციაზე. დავაკვირდეთ ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებს, რომლებსაც... სრულად - [თვითრეგულაცია: როგორ გავხდეთ საკუთარი თავის მეგობარი](https://aisi.blog/%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95/): Ჩვენი ნერვული სისტემები ერთმანეთს ჩვენგან დამოუკიდებლად უგზავნიან სიგნალს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უსაფრთხოა სიტუაცია ან გარემო – ამას თანარეგულაცია ეწოდება. თანარეგულაცია ხელს უწყობს ჩვენში თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებას. თვითრეგულაციაა, როდესაც: შეგვიძლია ვიპოვოთ ბალანსი საკუთარ თავში; შეგვიძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა, გაცნობიერება, სახელდება და მიღება; ჩვენს ნერვულ სისტემას შეუძლია გავიდეს კომფორტის ზონიდან, უპასუხოს ახალ გამოწვევებს, საჭიროებებსა და სტრესულ სიტუაციებს; შეგვიძლია ვიყოთ აწმყო მომენტში, დავისვენოთ, მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ მეგობრებთან ურთიერთობით. თვითრეგულაციაა, როდესაც ვსწავლობთ გავხდეთ საკუთარი თავის მეგობარი და მოვუსმინოთ საკუთარ საჭიროებებს. - [ავტონომიური ნერვული სისტემა](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2/): ვაგუსის ნერვი გვეხმარება ფიზიკური უსაფრთხოების განცდასა და უსაფრთხო ემოციური კავშირის დამყარებაში როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან.   ინტეროცეფცია და ნეიროცეფცია – უსაფრთხოების შინაგანი სისტემებია, რომლებიც ვაგუსის ნერვის დახმარებით გვიგზავნის სიგნალს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უსაფრთხო ან საფრთხის შემცველია გარემო, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, სხეულებრივ შეგრძნებებზე, ემოციებზე, აზრებსა და ქცევებზე.   პოლივაგალური თეორიის მიხედვით, ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა სამ მდგომარეობას შორის მონაცვლეობს:   Ventral Vagal (პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, მდებარეობს დიაფრაგმის ზემოთ) არეგულირებს ჩვენს სასუნთქ სისტემასა და გულის ფუნქციას. ასოცირდება სოციალური ჩართულობის სისტემასთან, რა დროსაც თავს კარგად ვგრძნობთ.              სიმპათიკური ნერვული სისტემა გვეხმარება მობილიზებასა... სრულად - [თანარეგულაცია: კავშირი ჩვენს ნერვულ სისტემებს შორის](https://aisi.blog/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9/): გახსენდებათ სიტუაცია, როდესაც ნერვიულობდით ან შფოთავდით, ამ დროს კი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან საუბარი, ჩახუტება ან უბრალოდ მის გვერდზე ყოფნაც კი საკმარისი ყოფილა იმისთვის, რომ დამშვიდებულიყავით? ეს თანარეგულაციაა. ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემები ხვდებიან ერთმანეთს, ქმნიან კავშირს და ჩვენგან დამოუკიდებლად უგზავნიან ერთმანეთს სიგნალს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამაში კი მონაწილეობას იღებს: ჩვენი ხმის ტემბრი; სახის გამომეტყველება; ჟესტები; შეხება. რაც ადამიანს აბრუნებს მშვიდ მდგომარეობაში, ეხმარება ოქსიტოცინის გამომუშავებაში და სთავაზობს ემოციურ სტაბილურობას. ჩვენს ნერვულ სისტემებს შორის კავშირის გაწყვეტამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უსაფრთხოების განცდაზე. Მაგალითად, როდესაც: ვესაუბრებით ადამიანს და ის არ გვისმენს; ამოწმებს ტელეფონს; დაკავებულია სხვა საქმიანობით, იყურება სხვაგან; საუბრობს ხმამაღლა ან ყვირის. ასეთ მომენტებს გადავყავართ... სრულად - [Ნეიროცეფცია: რამდენად უსაფრთხოა ის სოციალური კავშირები და გარემო, რომელშიც ვართ](https://aisi.blog/%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a3%e1%83%a1/): გიფიქრიათ, რომ “მოგწონთ და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს” თქვენზე ადამიანი, რომელსაც ახლახანს შეხვდით ან პირიქით, ფიქრობთ, რომ ცუდად გექცევათ და სულაც არ მოგწონთ მის სიახლოვეს ყოფნა? ხშირად ეს აზრები ჩვენგან დამოუკიდებლად, მისი გაცნობიერების გარეშე ჩნდება. ჩვენი სხეული მუდმივად აწვდის ინფორმაციას ჩვენს ნერვულ სისტემას იმასთან დაკავშირებით, თუ: როგორ ვგრძნობთ თავს; რამდენად უსაფრთხო და სანდოა ის გარემო და ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან. ჩვენი ნერვული სისტემა ჩვენგან დამოუკიდებლად ამოწმებს გარემოს და ყურადღებას აქცევს იმ გზავნილებს ვაგუსის ნერვის დახმარებით, რომლებსაც სხვებისგან ვიღებთ: Ხმის ტემბრით; Სახის გამომეტყველებით; Სხვა სოციალური მიმანიშნებლებით.   როდესაც ჩვენი ნერვული სისტემა გრძნობს, რომ გარემო უსაფრთხოა, ავტომატურად გვეხმარება უსაფრთხო სოციალური კავშირების... სრულად - [ინტეროცეფცია: გავიგოთ რა ხდება ჩვენს სხეულში](https://aisi.blog/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90/): გახსენდებათ მომენტი, როდესაც განცდა გქონდათ, რომ “მუცელში პეპლები დაფრინავენ?” ხშირად ვიყენებთ მას შფოთვის, ნერვიულობისა ან სიხარულის მდგომარეობის აღსაწერად, მაგრამ იცოდით, რომ პეპლები ჩვენს “მუცელში” უკავშირდება ჩვენი თავის ტვინისა და სხეულის მჭიდრო კომუნიკაციას, სადაც ვაგუსის ნერვს მესენჯერის ფუნქცია აქვს? სწორედ ვაგუსის ნერვი გვეხმარება ვიგრძნოთ თავი საკუთარ სხეულში ისე, როგორც სახლში. მისი დახმარებით შევამჩნიოთ და გავიგოთ შინაგანი სხეულებრივი შეგრძნებები, მაგალითად: როდესაც ჩვენი გულისცემა მომატებულია და გვჭირდება ღრმად ჩასუნთქვა; როდესაც გვშია, გვწყირა, გვცხელა ან გვცივა; როდესაც დაღლილები ვართ. ვაგუსის ნერვის ბოჭკოების 80% სენსორულია, რომლის დახმარებითაც თავის ტვინი იღებს ინფორმაციას სხეულებრივი შეგრძნებების შესახებ.  მისი 20% კი მოტორულია. ინფორმაცია თავის ტვინიდან ისევ სხეულს უბრუნდება და... სრულად - [პოლივაგალური თეორია: ვაგუსის ნერვი და მეცნიერება უსაფრთხოების შესახებ](https://aisi.blog/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%92/): პოლივაგალური თეორია ჩვენი სხეულისა და გონების გამთლიანების ხედვას გვთავაზობს. ვაგუსის ნერვი კი ძერწავს ჩვენს გამოცდილებას უსაფრთხოების შესახებ. გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე: გვიყვარდეს; გვქონდეს საზრისის განცდა; დავამყაროთ კავშირი გარემოსთან და სხვა ადამიანებთან. ვაგუსის (ცთომილ) ნერვს “მოხეტიალე” ნერვსაც უწოდებენ. ის ტვინის ღეროდან გამოდის და ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოს უკავშირდება. მილსადენია, რომელიც აკავშირებს ჩვენს სხეულს თავის ტვინთან. მისი ბოჭკოების დაახლოებით 80% სენსორულია და აცნობს ჩვენს ტვინს სხეულის მდგომარეობას. როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ, ვაგუსის ნერვი ეუბნება ტვინს, რომ ის კარგ მდგომარეობაშია და მაშინაც, როდესაც არც ისე კარგად ვგრძნობთ თავს. ვაგუსის ნერვი პასუხისმგებელია შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ფუნქციაზე, მათ შორის: საჭმლის მონელება; გულის ცემა; სუნთქვა; გულ-სისხლძარღვთა... სრულად - [Როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ბედნიერების ნივთიერებების გამომუშავებაში?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0/): დოფამინი დოფამინი ის ნივთიერებაა, რომელიც სიამოვნების მიღების მოლოდინთან არის დაკავშირებული, გავლენას ახდენს ჩვენს მოტივაციასა და იმაზე თუ რამდენად ძლიერად გვსურს მივაღწიოთ დასახულ მიზანს.  არსებობს სიგნალი, რომ კონკრეტული საქმიანობის შესრულების შემდეგ მივიღებთ შესაბამის ჯილდოს, რაღაცას რაც ჩვენთვის სასიამოვნოა, ეს კი თავის ტვინს მოუწოდებს დოფამინის გამომუშავებისკენ.  მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა, შესასრულებელი დავალება, რომლის დასრულების შემდეგაც მოლიდინი გვაქვს, რომ ჩვენს ძალისხმევას დააფასებენ.  ეს ინფორმაცია დაგვეხმარება მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაში, რომ თავიდან ავიცილოთ იმედგაცრუება და “დაბალი მოტივაცია”.  დოფამინის გამომუშავებაში შეიძლება დაგვეხმაროს: ფიზიკური აქტივობა; სასიამოვნო მუსიკის მოსმენა; საკუთარ თავზე ზრუნვა; მცირე წარმატების აღნიშვნა; დავალების დასრულება.   ენდორფინი ენდორფინი სიყვარულისა და კმაყოფილების ნივთიერება, ჩვენი... სრულად - [Სტრესზე რეაქციები](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/): ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შედგება სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემებისგან, რომლებიც საფრთხის შემცველ სიტუაციებში გვეხმარებიან ზიანისგან თავის დაცვაში.    შებრძოლება-გაქცევა ამ დროს გააქტიურებულია სიმპათიკური ნერვული სისტემა. ყურებში ხმაურია; შეცვლილია ხმის გამოცემის, მეტყველების ფუნქცია; სხეული ემზადება მოსალოდნელი საფრთხისთვის და სისხლი იწყებს შედედებას; კანი ოფლიანდება ან გვაქვს სიცივის შეგრძნება.   გაშეშება ამ დროს გააქტიურებულია პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რა დროსაც: კუნთები დაჭიმული და ენერგიით სავსეა, თუმცა შეუძლებელია მისი გამოშვება; გულის ცემა გახშირებულია; თვალები გადიდებულია; ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს ტკივილის გასაყუჩებლად; ამ დროს შეიძლება გვქონდეს შეგრძნება, რომ საკუთარ თავს გარედან ვუყურებთ, ფეხებში შესაძლოა გვქონდეს სიმსუბუქის შეგრძნება ან განცდა, რომ ვერ ვმოძრაობთ.   Სოციალური ჩართულობის სისტემა... სრულად - [Სტრესის ჰორმონები და მათი ბალანსი](https://aisi.blog/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97/): ამიგდალა საფრთხის შემცველი სიტუაციის ამოცნობისთანავე აქტიურდება და შეტყობინებას უგზავნის ჰიპოთალამუსს, პასუხისმგებელს ორგანიზმში ბალანსის  კორტიზოლი სტრესის ძირითადი ჰორმონია, რომელიც: ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას (გლუკოზას), რომ სხეული მომარაგდეს ენერგიით; გვეხმარება საფრთხისთვის თავის არიდებაში. ნორადრენალინი: იწვევს შფოთვას; ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს; არარეგულარულ გულისცემასა და არტერიულ წნევას; ამ დროს უფრო ფხიზლად და ყურადღებით ვართ. ადრენალინი: აჩქარებს ჩვენს გულისცემას; თავის ტვინს ამარაგებს ჟანგბადით, რა დროსაც კიდევ უფრო ფხიზლად ვართ; ზრდის არტერიულ წნევას და შეიძლება გამოიწვიოს ხელის გულების ოფლიანობა; გვეხმარება სწრაფად მოქმედებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.    Სტრესის ჰორმონების ბალანსი ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ამცირებს ჭარბი კორტიზოლისა და ადრენალინის დონეს სხეულში. Ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რომლებიც... სრულად - [ინფორმაცია თავის ტვინის შესახებ](https://aisi.blog/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1/): საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად გთავაზობთ ინფორმაციას თავის ტვინის შესახებ.  სტრესზე საუბრისას კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ის.    თავის ტვინის ღერო ორგანიზმს უგზავნის სიგნალს, რომ:   შეინარჩუნოს ბალანსი; ისუნთქოს; იფეთქოს გულმა; იმოძრაოს სისხლმა. მის მთავარ ამოცანას ჩვენი გადარჩენა წარმოადგენს და სვამს კითხვას: “უსაფრთხოდ ვარ?”       ლიმბური სისტემა ჩვენი მეხსიერების საცავია, მონაწილეობას იღებს ქცევით და ემოციურ პასუხებში, როგორიცაა: შიში; მრისხანება; შფოთვა. ის სვამს კითხვას: “ვარ სიყვარულის ობიექტი?”     ლიმბური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია ნუშისებრი სხეული – ამიგდალა, რომელიც გვეხმარება საფრთხის ამოცნობაში და მონაწილეობას იღებს გაქცევა-შებრძოლების რეაქციებში.      თავის ტვინის ქერქი პასუხისმგებელია ჩვენს აღმასრულებელ ფუნქციებზე, როგორიცაა: აზროვნება; დაგეგმვა;... სრულად - [Რა არის სტრესი?](https://aisi.blog/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/): გრძნობ, რომ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ხარ ან ბევრ მოთხოვნას გიყენებენ ირგვლივმყოფი ადამიანები? ვეღარ იძინებ, რადგან ნერვიულობ სკოლის დავალებების, უნივერსიტეტის გამოცდების ან სამსახურის საქმეების გამო? გადარბენაზე სადილობ, რადგან შენი გრაფიკი ძალიან გადატვირთულია?  მარტო არ ხარ. 2021 წლის სტრესის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ზოგადი მოსახლეობის 33% აღნიშნავს, რომ განიცდის ძლიერ სტრესს. 77% აღნიშნავს, რომ სტრესი გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, 73% კი ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის, რომელიც სტრესით არის განპირობებული.  სტრესი თითოეულ ჩვენგანს გვეხება და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩვენი მეგზურია.  სტრესი ჩვენი თავის ტვინისა და სხეულის პასუხია, როდესაც წარმოსახული ან რეალური საფრთხე ექმნება იმას, რაზეც ვზრუნავთ და მნიშვნელოვანია ჩვენთვის.  ზომიერი სტრესი ხელს... სრულად ## Pages - [Checkout](https://aisi.blog/checkout-3/) - [Cart](https://aisi.blog/cart-3/) - [TFGBV-Test](https://aisi.blog/tfgbv-test/) - [TFGBV](https://aisi.blog/tfgbv/): რა არის ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ნიშნით ძალადობა? ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ნიშნით ძალადობა (Technology-Facilitated Gender-Based Violence – TFGBV) ძალადობის აქტია, რომელიც ხორციელდება ერთი ან მეტი პირის მიერ და რომელიც ჩადენილია, ხელშეწყობილია, გამწვავებული და გაძლიერებულია ნაწილობრივ ან სრულად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ან ციფრული მედიის გამოყენებით, პირის მიმართ მისი გენდერული კუთვნილების საფუძველზე. თავდასხმა ციფრულ სივრცეში რეალური და მტკივნეულია რა გამოარჩევს TFGBV-ის ძალადობის სხვა ფორმებისგან? თავდამსხმელი ხშირად ანონიმურად რჩება მოქმედებს სახელისა და გვარის გამჟღავნების გარეშე, იყენებს ყალბ ანგარიშებს. 1 თავდამსხმელი სისტემურად მოქმედებს მან შეიძლება შეტყობინებები ავტომატურ რეჟიმში გაგზავნოს, ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე გაავრცელოს ინფორმაცია და ა.შ. დამაბნეველია მისი მოქმედების გეგმა და მიმართულება. 2 ძალადობა... სრულად - [კურსი](https://aisi.blog/course/) - [Student Registration Page](https://aisi.blog/student-registration-page/) - [რეგისტრაცია](https://aisi.blog/aisi-registration/) - [მთავარი - English](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-english/) - [მთავარი](https://aisi.blog/main/) - [Tutor Certificate](https://aisi.blog/tutor-certificate-2/) - [Tutor Certificate](https://aisi.blog/tutor-certificate/) - [მედეგობა, საკუთარ თავზე ზრუნვა და ურთიერთმხარდაჭერა](https://aisi.blog/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%96/): მედეგობა, საკუთარ თავზე ზრუნვა და ურთიერთმხარდაჭერა რატომ შეიქმნა ეს კურსი? თანამედროვე სტრესულ და აჩქარებულ სამყაროში, ადამიანებს ცოტა დრო გვრჩება საკუთარი თავისთვის. დროის ძირითად ნაწილს მუშაობაში, მომავლის დაგეგმვაში, წარსულზე ფიქრში, საკუთარ წარმოსახვაში ან პარალელურ, ვირტუალურ რეალობაში ვატარებთ. ხშირად ვიკარგებით საკუთარ აზრებში, აკვიატებებში და ვიღებთ მათ, როგორც ჭეშმარიტ, ობიექტურ რეალობას. უფლებადაცვით სფეროში მუშაობა კი, უამრავ დამატებით სტრესორთანაა დაკავშირებული. რთულია ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის უფლებებისთვის ბრძოლა, რასაც თან ახლავს თავდასხმებისა თუ დევნის ობიექტად ყოფნა, ამას ემატება არასაკმარისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი, პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძიებლად პოლიტიკური ნების არარსებობა. განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ქვეყანაში არსებული უთანასწორობა, სიღარიბე, სამართლიანობის მწვავე დეფიციტი, რაც გავლენას ახდენს უფლებადამცველების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე,... სრულად - [აისი | შენთვის](https://aisi.blog/multimedia/aisi-for-you/): აისი | შენთვის ყველა ვიდეო ფსიქოგანათლება აისი | საუბრები აისი | შენთვის ყველა ვიდეო ფსიქოგანათლება აისი | საუბრები აისი | შენთვის ასერტული კომუნიკაცია ასერტული კომუნიკაცია • July 27, 2023 როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში? როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში? • July 25, 2023 როგორ დავაწესოთ საზღვრები სამუშაო სივრცეში? როგორ დავაწესოთ საზღვრები სამუშაო სივრცეში? • July 20, 2023 ოთხი ნაბიჯი მოქნილი საზღვრების დასაწესებლად ოთხი ნაბიჯი მოქნილი საზღვრების დასაწესებლად • June 27, 2023 მოქნილი საზღვრები მოქნილი საზღვრები • June 20, 2023 პირადი საზღვრები პირადი საზღვრები • June 7, 2023 - [აისი ორგანიზაციებისთვის](https://aisi.blog/for-organizations/): აისი ორგანიზაციებისთვის აისი ორგანიზაციებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს ორგანიზაციული პროცესებისა და ორგანიზაციული კულტურის შეფასება ორგანიზაციული კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარების პროცესში და გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებისთვის. ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციის თავისებურებები; პროფესიული ურთიერთობების საზღვრები; ეთიკური ნორმები; ფორმალური და არაფორმალური პროცესების მონაცვლეობა; ლიდერობის სტილი; გუნდის შიგნით შეჭიდულობა ეს არის ნაწილი იმ ფაქტორებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზაციულ ჯანმრთელობაზე. GCRT-ის სპეციალისტები შეაფასებენ თქვენს ორგანიზაციულ პროცესებსა და კულტურას; თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გადაწვის პრევენციის, ემოციური კეთილდღეობისა და მდგრადობის პოლიტიკას შეიმუშავებენ და დაგეხმარებიან მის დანერგვაში. პროფესიული გადაწვა და მისი პრევენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პროფესიულ გადაწვას უწოდებს სინდრომს, რომელიც სამუშაო ადგილზე ქრონიკული, დაგროვილი სტრესის შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს... სრულად - [მულტიმედია](https://aisi.blog/multimedia/): მულტიმედია აისი | საუბრები რა ხდება ჩვენს “შინაგან სცენაზე”? April 6, 2023 მიჯაჭვულობის გავლნა ზრდასრულ ასაკში February 16, 2023 მიჯაჭვულობა ადრეულ ბავშვობაში February 14, 2023 მიჯაჭვულობის ფორმები February 9, 2023 აისი | შენთვის ასერტული კომუნიკაცია July 27, 2023 როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში? July 25, 2023 როგორ დავაწესოთ საზღვრები სამუშაო სივრცეში? July 20, 2023 ოთხი ნაბიჯი მოქნილი საზღვრების დასაწესებლად June 27, 2023 მოქნილი საზღვრები June 20, 2023 პირადი საზღვრები June 7, 2023 აისი | ფსიქოგანათლება ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანი December 14, 2022 უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი სავარჯიშო October 27, 2022 - [ბლოგი](https://aisi.blog/%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98/): Slide #1 SubTitle Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Button #1 Slide #2 SubTitle Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Button #1 Slide #3 SubTitle Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Button #1 - [ტესტი](https://aisi.blog/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98/) - [ფსიქოგანათლება](https://aisi.blog/psychoeducation/): ფსიქოგანათლება ყველა ვიდეო ფსიქოგანათლება აისი | საუბრები აისი | შენთვის ყველა ვიდეო ფსიქოგანათლება აისი | საუბრები აისი | შენთვის ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანი ტოქსიკური ურთიერთობის 9 ნიშანი • June 26, 2023 უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი სავარჯიშო უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი სავარჯიშო • June 26, 2023 - [აისი | საუბრები](https://aisi.blog/%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/): აისი | საუბრები მიჯაჭვულობის გავლნები ზრდასრულ ასაკში February 16, 2023 მიჯაჭვულობა ადრეულ ბავშვობაში February 14, 2023 მიჯაჭვულობის ფორმები February 9, 2023 როგორ ვთქვათ “არა” სამუშაო სივრცეში? July 25, 2023 როგორ დავაწესოთ საზღვრები სამუშაო სივრცეში? July 20, 2023 ოთხი ნაბიჯი მოქნილი საზღვრების დასაწესებლად June 27, 2023 მოქნილი საზღვრები June 20, 2023 პირადი საზღვრები June 7, 2023 უსაფრთხო ადგილის წარმოსახვითი სავარჯიშო October 27, 2022 - [My account](https://aisi.blog/my-account/) - [Checkout](https://aisi.blog/checkout/) - [Cart](https://aisi.blog/cart/) - [Shop](https://aisi.blog/shop/) - [Instructor Registration](https://aisi.blog/instructor-registration/) - [Dashboard](https://aisi.blog/dashboard/) - [Checkout](https://aisi.blog/checkout-2/) - [Instructor Registration](https://aisi.blog/instructor-registration-2/) - [Dashboard](https://aisi.blog/dashboard-2/) - [My account](https://aisi.blog/my-account-2/): [woocommerce_my_account] - [Cart](https://aisi.blog/cart-2/): [woocommerce_cart] - [Shop](https://aisi.blog/shop-2/) - [ჩვენ შესახებ](https://aisi.blog/about-us/): ჩვენ შესახებ რა არის აისიაისი ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასო ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – GCRT ინიციატივით შეიქმნა. ის გთავაზობთ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნასა და უახლეს ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან. რა არის აისი აისის მიზანიაისის მიზანია ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საკუთარი ემოციების ამოცნობას, მართვასა და საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკების დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. Გზამკვლევი, მეგზური და მხარდამჭერია, თუ როგორ ამოვიცნოთ ყოფითი სირთულეები, გავაძლიეროთ ჩვენი რესურსები, ვიყოთ აქ და ამჟამად და დავუახლოვდეთ საკუთარ თავს, დავინახოთ, გავაცნობიეროთ და შევიგრძნოთ მისი მთლიანობა. აისის მიზანი რას ვაკეთებთაისის გუნდი ყოველკვირეულად ამზადებს... სრულად - [Hero](https://aisi.blog/hero/): Become the most courageous person you know with my secret formula Discover the simple 3 Steps that I Discovered to Hack Productivity. It works %100. Wanna transform your life? Give Me The Formula Personal Development With Haley Dust The #1 Life Coach In The Universe! Start Now Personal Development With Haley Dust The #1 Life Coach In The Universe! Start Now Personal Development With Haley Dust The #1 Life Coach In The Universe! Start Now Personal Development With Haley Dust The #1 Life Coach In The Universe! Start Now Ready to transform your life and live your life to the... სრულად - [კონტაქტი](https://aisi.blog/contact/): — კითხე პროფესიონალს კონტაქტი გამოგვიგზავნე შენთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა და მიიღე პასუხი აისის გუნდისგან ჩვენი ციფრული არხების საშუალებით სახელი, გვარი ელ-ფოსტა ტექსტი გაგზავნა - [ბლოგი](https://aisi.blog/blog/) - [მთავარი](https://aisi.blog/): შენი გზამკვლევი ახალი აღმოჩენებისკენ დარეგისტრირდი კურსზე აისი ყველასთვის ხელმისაწვდომი ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცეა ის გთავაზობთ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნასა და უახლეს ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან. აისი 2022 წელს შეიქმნა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – GCRT ინიციატივით. ჩვენ შესახებ ციფრული მოქალაქეობა 6 კვირიანი საგანმანათლებლო კურსი კურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს იმ ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც გამხდარან ან შესაძლოა გახდნენ ტექნოლოგიების გამოყენებით გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლები ან სამიზნეები. გაიგე მეტი კურსის შესახებ რა უნდა გაითვალისწინოს მან, ვინც… February 28, 2025 გენდერული ნიშნით ძალადობის ციფრული განზომილება July 24, 2024 თავდასხმა ციფრულ სივრცეში რეალური და… July 2, 2024 როგორ გავხდე პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალექე... სრულად - [აისის გუნდი](https://aisi.blog/aisi-team/): ჩვენი გუნდი   ელენე ქორიძე ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულებით. ელენე აისის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორია. ის 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ციფრულ ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცეს.   ლელა ცისკარიშვილი ფსიქოლოგი, ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის – GCRT აღმასრულებელი დირექტორი და ციფრული ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორია.   მაია ცირამუა ფსიქოლოგი, GCRT-ის ფსიქოთერაპევტი და კლინიკური სუპერვიზორია. მაია აქტიურად არის ჩართული ციფრული ფსიქოსაგანმანათებლო სივრცის შინაარსის განვითარებისა და შექმნის პროცესში.   თინა ჯავახიშვილი ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის – GCRT ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი. თინა 2022 წელს შემოუერთდა აისის გუნდს.   ქრისტინა საბაშვილი პროფესიით ანიმაციის რეჟისორი და ილუსტრატორი. Აისის გუნდს... სრულად - [Profile](https://aisi.blog/profile/) - [კურსები](https://aisi.blog/courses/) [comment]: # (Generated by Hostinger Tools Plugin)